Rus. головная боль возникающие вследствие воспаления структур головы ტკივილის წარმოშობის მიზეზია კრანიალურ სტრუქტურებში მიმდინარე ასეპტიკური ან ინფექციური ანთებითი პროცესები: ა) ინტრაკრანიალური პროცესები – ინფექციური, ქიმიური ან ალერგიული მენინგიტები, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები; პოსტპნევმოენცეფალოგრაფიული რეაქციები; არტერიიტები და ფლებიტები. ბ) ექსტრაკრანიალური პროცესები – არტერიიტები და ცელულიტები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.