Rus. головная боль при натологии других структур головы и шеи ტკივილის არე განისაზღვრება მიმდინარე პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით, უმეტესად კისრის უკანა ნაწილში და კეფის მიდამოში. გვხვდება კეფა-კისრის დისპლაზიების, სიმსივნეების, კისრის მალებში დეგენერაციული ან ანთებითი პროცესების, კისრის სისხლძარღვების ანატომიური ან ფუნქციური ცვლილებების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.