Gk. bios – სიცოცხლე; trophē – კვებაRus. абиотрофия უჯრედთა ცხოველმყოფელობის ნაადრევი დაქვეითება მათი ფუნქციონირების და ადაპტაციური საშუალებების მოშლის ხარჯზე. აბიოტროფია განიხილება როგორც ცნს-ის ზოგიერთი დაავადების წარმოშობის მიზეზი, როგორიცაა: შიზოფრენია, ჰანტინგტონის ქორეა, პიკის, ალცჰაიმერის, უილსონის და პარკინსონის დაავადებები.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.