Rus. Бабенковой синдром правого полушария (Бабенкова С.В., 1967). ფსიქიკური დარღვევები. ძირითადად აღინიშნება თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს ქერქის დაზიანების დროს: კორსაკოვისმაგვარი ამნეზიური სინდრომი, ანოზოგნოზია, „ფსევდომორია“ (ეიფორია, ბავშვური საქციელი, განმუხრუჭება), სივრცეში დეზორიენტირება, დროის აღქმის დარღვევა, ფსიქომოტორული აგზნება, ცნობიერების აშლა (მათ შორის ცნობიერების ძილისმაგვარი მდგომარეობანი, დელირიუმი, ონეიროიდი, ამენცია)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.