A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ხა ხე ხვ ხი ხლ ხმ ხო
ხან ხას

ხასიათი

Rus. характер
Gk. charakter-განმასხვავებელი ნიშანი, თავისებურება
პიროვნების სტაბილური ინდივიდუალური თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც ვლინდება მოქმედებასა და ურთიერთობაში, წარმოადგენს კონკრეტული პიროვნებისთვის არსებული ქცევის ფორმების საფუძველს. ხ. - ადამიანის ფსიქიკური ინდივიდუალობაა (Лебединский М.С., Мясишев В.И. 1966). ფორმირდება ტემპერამენტის თვისებების ბაზაზე - პიროვნების დინამიკური თავისებურებებით, რომელსაც საფუძვლად უდევს მისი აფექტურობის დონე. ხ-ის ვარიანტებსა და ტემპერამენტის გამოვლინებას შორის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. მსგავსი ტემპერამენტის მქონე პიროვნებებს შეიძლება ჩამოუყალიბდეს განსხვავებული თვისებების ხასიათი, რაც დამოკიდებულია აღზრდაზე, განვლილი ცხოვრების თავისებურებებზე, საზოგადოებრივ-მორალურ, ინტელექტუალურ და ესთეტიკურ განვითარებაზე. ტემპერამენტისგან განსხვავებით, ხასიათის თავისებურება განპირობებულია პიროვნების საზოგადოებრივი არსებობით და განაპირობებს პიროვნების სტრუქტურის ისეთი მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა მისი მიმართულება. ხ-ის წმინდა ტიპები გვხვდება იშვიათად, ჭარბობს შერეული ფორმები, სადაც შესაძლებელია 3-ის ზოგიერთი ხაზის მეტისმეტი გაძლიერება (გამკაცრება), რაც ვლინდება პიროვნების ამორჩევითად სუსტი ადგილით გარკვეულ ფსიქოგენურ სიტუაციებსა ან სხვა ფაქტორების მიმართ აწეულ სიმყარესთან დაკავშირებით. ამგვარად, აღმოცენდა სწავლება აქცენტირებულ (ლათ. accentus-მახვილი) ხასიათზე. არჩევენ აქცენტუირებული ხასიათის შემდეგ ტიპებს: ციკლოიდური, ასთენიური, სენსიტიური, შიზოიდური, პარანოიდული, ეპილეფსოიდური, ისტერიული, ჰიპერთიმიური, დისთიმიური, ექსტრავერსირებული, ინტროვერსირებული. ხ-ის აქცენტუაცია გამომუშავდება მოზარდ პერიოდში, წლების განმავლობაში განიცდის გასადავებას, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს რთულ ფსიქოგენურ სიტუაციებში. ხასიათის ხაზების შედარებითი სიმყარე არ გამორიცხავს მის დინამიკურობას და პლასტიკურობას გარემოს, სოციალური აღზრდის გავლენით.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9