A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შუა შუბ შულ შუმ

შუალედური ეტიოლოგიური რგოლი

Rus. межуточное этиологическое звено
Gk. aitia- მიზეზი. logos – მეცნიერება
(Bonhoeffer K., 1908. 1910). მწვავე ეგზოგენური ტიპის რეაქციების აღმოცენების ერთ-ერთი ფაქტორი. ენიჭებოდა პათოგენეზური მომენტის როლი, რომელიც გარე ფაქტორს (ნოქსი) უკავშირებს ტიპური ფსიქოპათოლოგიური რეაქციის გარკვეულ რეგისტრს. ამით ცდილობდნენ აეხსნათ ფსიქოპათოლოგიუირი სინდრომების შედარებით მცირე ასორტიმენტი პრაქტიკულაფ შეუზღუდავი მრავალი ეგზოგენური ფაქტორების არსებობისას. ჰოხის (Hoche A., 1930) და გოლდენბერგის (Голденберг М.А., 1935) მიხედვით. შ.ე.რ-ის ჰიპოთეზა არასაკმარისადაა დასაბუთებული. ამის დამამტკიცებელია ის ფაქტი. რომ ერთი და იგივე ეგზოგენურმა ფაქტორმა (მაგ., ალკოჰოლმა) ერთი და იმავე ავადმყოფში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის ეგზოგენური რეაქცია. მწვავე ეგზოგენური რეაქცია წარმოადგენს რთული პათოგენეზური მექანიზმის შედეგს, რომელშიც როლს ასრულებს მრავალი ფაქტორი - არა მარტო ნოქსის სპეციფიკურობა, არამედ მისი ძალა, ზემოქმედების ხანგრძლივობა, სომატური და ფსიქიკური ნიადაგი, რომელზეც მოქმედებს გარეშე ფაქტორი, ორგანიზმის პრემორბიდული თავისებურებები (კონსტიტუცია, სომატური პათოლოგია) და სხვ.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9