A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ღა ღე ღვ ღი ღრ
ღებ

ღებინება ისტერიული

Rus. рвота истерическая
აღმოცენდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევის გარეშე, ორგანული ცერებრული პათოლოგიის არარსებობის დროს. ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ფსიქოგენურ-მატრავმირებელ სიტუაციასთან (Свядощ А.М 1982). ი.ღ. აღწერილია როგორც ომის პერიოდის ნევროზი. ორსულებში ზოგჯერ აღმოცენდება ორსულობის შეწყვეტის სურვილთან დაკავშირებით. არაიშვიათად ხდება სიმპტომთა ფიქსაცია. იაკუბიკის (Jakubik A., 1979) მიხედვით, ღ. ი. ხასიათდება შეუპოვრობით (10 თვემდე და მეტი), მაღალი სიხშირით (რამდენჯერმე დღეში, საკვების ყოველი მიღების შემდეგ), წინასწარი გულისრევის არარსებობით, კარგი ან მომატებული მადით, სხეულოვანი გამოფიტვის ნიშნების არარსებობით. პირნაღებ მასაში აღმოჩნდება გადაუმუშავებელი საკვების ნარჩენები. მხოლოდ გამოხატული ისტერიის დროს შეუპოვარი, შეუწყვეტელი ღებინების შედეგად აღინიშნება სიგამხდრე. (Карвасарский Б.Д. 1980)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9