Rus. облигатныйL. obligatus – აუცილებელი ტერმინი აღნიშნავს მოცემული მოვლენის, მდგომარეობის, პროფესის, დაავადების აუცილებელ თვისებას. მაგ., ბლოილერმა (Bleuler E., 1911) გამოყო შიზოფრენიის ძირითადი, ობლიგატური ნიშნების ტრიადა სხვა სიმპტომებისაგან განსხვავებით, რომელიც გამოვლინდება დაავადების არა ყველა ფორმის დროს. ეს სამი ნიშანი – აუტიზმი, ფსიქიკის გახლეჩა და ემოციური გასადავება – წარმოადგენს აუცილებელს; ერთი რომელიმე ნიშნის არარსებობა შიზოფრენიის დიაგნოზს აყენებს ეჭვის ქვეშ და მოითხოვს დიაგნოზის დაზუსტებას. ამავე დროს, შიზოფრენიის I რანგის სიმპტომები, უნაიდერის (Schneider K.) მიხედვით, ყოველთვის არ არის ობლიგატური
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.