Rus. патологическая ревностьL. ეჭვიანობის ზეღირებული ან ბოდვითი იდეები. ნორმალური ეჭვიანობისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებადაა დამოკიდებული ცხოვრებისეულ კოლიზიებზე და ცუდად ან საერთოდ არ ექვემდებარება კორექციას. არსებითად ეს არის ზეღირებული იდეები, აღმოცენებული ფსიქოგენურად, უმეტესად კონსტიტუციური ან პათბიოლოგიური (მაგ., ალკოჰოლიზმი) წინაგანწყობის დროს. რომლებიც მალე გადაიზრდება ბოდვითში, პარანოიალურში ხდება ეჭვიანობის პარანოიალური ბოდვის ფორმირება პარანოიული რეაქციიდან განვითარების ტიპით. პათოლოგიური ეჭვიანობა გვხვდება აგრეთვე შიზოფრენიული პარანოიალური ბოდვის ფარგლებში, ცერებრული ათეროსკლეროზის დროს იგი არახანგრძლივია და სუსტდება დემენციის გაღრმავებასთან ერთად.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.