ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა და წევრები

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ (1879-1927) ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული ეროვნული პედაგოგიური აზრისა და განათლებისეროვნული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების, აგრეთვე, ქართველ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივების საქმეს. სწორედ ამ საზოგადოების მიერ XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისსა და ქუთაისში დაფუძნდა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიები, რომლებშიც სწავლება მიმდინარეობდა ქართულ ენაზე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პედაგოგიური აზრის გამოჩენილ წარმომადგენელთა იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის, იოსებ ოცხელის, ივანე გომელაურის, ლუარსაბ ბოცვაძის და სხვათა ღვაწლი.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უმდიდრესი ბიბლიოთეკა ამჟამად დაცულია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 1999 წელს აღდგა საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ძველი საინვენტარო ნომრების მიხედვით და შევიდა ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში: 

ქშწკგ საზოგადოების საარქივო ფონდის  ციფრულ ოლექციაში შესულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საარქივო მასალები, რომელთა ორიგინალები  დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, ფონდი №481

იხილეთ ასევე